პირველად მაშინ შემიყვარდი,
როცა იყავ მეფე დიდი
და უძლეველი...
შენ შემამჩნიე,
თვალთა შენთა უსასრულობას
ვერ გავუძელი
და ვერ გავიგე,
უბრალო ქალი,
შენი ტრფობის სარეცელზე
როგორ აღმოვჩნდი!
ვიცი,შევცოდე!
მაგრამ ვნება შენი იყო
დიდი ესოდენ,
რომ უარი იქნებოდა
უარეს ცოდვის!
მერე წმინდანმა მიმიხმო,
ვთხოვე დალოცვა,
მან კი იგანა,
საყვედური მითხრა ასეთი:
,,საწყალობელო!რაისათვის
შორის ცოლ–ქმართა შენ
შთაჭრილ ხარ მით ცოდვითა?''
ბევრი ვიტირე,ყოველივე
შენ ერთს,ურცხვად, გადმოგაბრალე!
და როცა ცრემლმა, ჩემმა,
სულ დაალბო სამოსი ჩემი,
მხოლოდ მაშინ,მაშინ
მივიღე შენდობა და
აღვიკვეცე მონასტერში,
არა ნებით,დანებებით!
და ვნება ჩემი,
და გული ჩემი,
ოცნება ჩემი,
ცხოვრება ჩემი
და სიყვარული
შენ დაგიტოვე!
ვიცი,მეძებდი,
და გიყვარდი,
და აღმოგხდა ეს სიტყები,
შენ რომ გული ამოაყოლე:
,,ნეტარ მას კაცსა,ვინღა
არღარა ცოცხალ არსო!...''
მას მერე ბევრჯერ დავიბადე,
ბევრჯერ მოვედი,
მაგრამ ყოველთვის გყავდა
შენი შენ დედოფალი,
და სიყვარული და სარეცელი
თუკი გვქონდა მუდამ ზიარი,
ყოველთვის ახლდა ამ ჩვენს
კავშირს
ტანჯვა გახლეჩვის!
და,ალბათ,ახლა,რამდენჯერაც
დავიბადები,
იმდენჯერ უნდა შემიყვარდე,
იმდენჯერ უნდა გავიწირო,
რადგან, როცა შენ გშორდები
მუდამ შენთან რჩება
ვნება ჩემი,
და გული ჩემი,
ოცნება ჩემი,
ცხოვრება ჩემი
და სიყვარული!
ეტყობა ცოდვას მე
გულით ვერ ვინანიებ!
იქნებ სიყვარულს მიაქვს
ძალა მონანიების!
No comments:
Post a Comment