Friday, August 30, 2013
აჭრილი *** საშა გველესიანი***
ლექსად ვარ აჭრილი,აჯანყდნენ სიტყვები,ცრემლების აკიდო,იბევებს ღამეებს,მზის, სულში გაჩრილისხივებით ვინთქებიდა ღიმილს წავკიდებძოძეულ ბაგეებს.მოწეულ სიბერეს,თეთრონი ცხენი ჰყავს,ძოწისფერს ვახვედრებბედაურს იმედის,გაპობილ ბროწეულსღიმილი შენი ჰგავს,სურვილებს ვამხედრებბედთან თუ მივედი.სჭირდება გამგონი,სიჩუმეს -- სათქმელის,აფეთქდა, ტყემლებისსითეთრით აპრილი,ზამთარი მაგონებსტკივილებს დათმენილს,ცრემლებად, ღიმილად,ლექსად ვარ აჭრილი.
ტყე *** საშა გველესიანი***
მე კი რა მინდა…
მარცვალი ვარ, შენი სამინდე,
მზეო დამინდე. . .
. . .
ხეები ჰგვანან ქარში შეკითხვას,
ქარებმა ეს ტყეც წელში მოხარეს,
ვის ვკითხო, იქნებ სიმართლე ითქვას,
ზეცას თუ მიწას, მტერს თუ მოყვარეს.
ღრუბლებში არ სჩანს მზის ათინათი,
ჩიტბატონებმა შეჰქმნეს ჩოჩქოლი,
მთის წვერს გადაჰკრა ნიავმა თათი,
გადააცალა თეთრი ქოჩორი.
ტყეო ნუ დარდობ, ტყეო ნუ წუხხარ,
მუმლს რომ ახელებს ბებერი ქარი,
ცას ეხიდება ტოტებით მუხა,
როგორც სიჩუმეს მღელვარე ქნარი.
შენი უღელი ქედზე დავიდო,
უშენოდ ერთი დღეც არ მქონია,
ეს გული, მკერდში ღმერთმა ჩამიდო,
გუგულის კვერცხი ხომ არ გგონია.
წარმართი სისხლი შენით დავძარი,
ღიმილი, შენი ჯვარით ვიჩუქე,
მწვერვალზე, დღეებს ითვლის ტაძარი,
სადაც მობეზრდა ყოფნა სიჩუმეს.
ნისლად შემორჩნენ ცრემლები თვალში,
ხეთა ძარღვები, ფითრებმა შესვეს,
ბაზალეთზე ვარ ყელამდე წყალში
და ცეცხლი მიწვავს დაჩეხილ ფესვებს.
ნეტავ გულაღმა დამაგდო ტყეში
და შემოდგომა დინჯი სიყვითლით
ხალიჩად მეგოს, შვლის ნუკრით ხელში,
ჩემთვის დარჩენილ დღეებს მივითვლი.
. . .
მეტი რა მინდა. . .
შენმა დოლაბმა, სამინდედ დამფქვას. . .
და კიდევ რა ვთქვა,
ამ ტყეში ერთხელ გაიამინდებს,
მზეო დამინდე. . .
2012
მარცვალი ვარ, შენი სამინდე,
მზეო დამინდე. . .
. . .
ხეები ჰგვანან ქარში შეკითხვას,
ქარებმა ეს ტყეც წელში მოხარეს,
ვის ვკითხო, იქნებ სიმართლე ითქვას,
ზეცას თუ მიწას, მტერს თუ მოყვარეს.
ღრუბლებში არ სჩანს მზის ათინათი,
ჩიტბატონებმა შეჰქმნეს ჩოჩქოლი,
მთის წვერს გადაჰკრა ნიავმა თათი,
გადააცალა თეთრი ქოჩორი.
ტყეო ნუ დარდობ, ტყეო ნუ წუხხარ,
მუმლს რომ ახელებს ბებერი ქარი,
ცას ეხიდება ტოტებით მუხა,
როგორც სიჩუმეს მღელვარე ქნარი.
შენი უღელი ქედზე დავიდო,
უშენოდ ერთი დღეც არ მქონია,
ეს გული, მკერდში ღმერთმა ჩამიდო,
გუგულის კვერცხი ხომ არ გგონია.
წარმართი სისხლი შენით დავძარი,
ღიმილი, შენი ჯვარით ვიჩუქე,
მწვერვალზე, დღეებს ითვლის ტაძარი,
სადაც მობეზრდა ყოფნა სიჩუმეს.
ნისლად შემორჩნენ ცრემლები თვალში,
ხეთა ძარღვები, ფითრებმა შესვეს,
ბაზალეთზე ვარ ყელამდე წყალში
და ცეცხლი მიწვავს დაჩეხილ ფესვებს.
ნეტავ გულაღმა დამაგდო ტყეში
და შემოდგომა დინჯი სიყვითლით
ხალიჩად მეგოს, შვლის ნუკრით ხელში,
ჩემთვის დარჩენილ დღეებს მივითვლი.
. . .
მეტი რა მინდა. . .
შენმა დოლაბმა, სამინდედ დამფქვას. . .
და კიდევ რა ვთქვა,
ამ ტყეში ერთხელ გაიამინდებს,
მზეო დამინდე. . .
2012
იგულისხმე ბალღო...*** საშა გველესიანი***
ჩემი სიზმარი, ვგრძნობ და ვიცი, ახდება აწი,
გათენდება და ჩემი შვილი გახდება კაცი.
* * *
ორაგულივით მივაპობდი მდინარეს აღმა,
ვერ დავაბრუნე ეს სოფელი რაკი-ღა წაღმა.
სათავისაკენ, წმინდა წყლის რომ გცოდნოდა გემო,
ჩემი სიცოცხლის ნატეხო და სისხლ-ხორცო ჩემო.
ჩაგიდგი გული, სამშობლოსთვის რომ გასკდეს მხოლოდ,
მოგეცი სისხლი, ჩვენი ყოფის თავი და ბოლო.
ამ სისხლს მიენდე, დაუჯერე, დაუგდე ყური,
მისგან ისწავლე ცა და მიწა, ღვინო და პური.
სამშობლოს ძარღვი სადაც ფეთქავს, მარცხენა გედოს,
ხმლიან მარჯვენით მოუარე დვრიტას და დედოს.
იცოდე, კაცი მაშინა ხარ, (დროც აღარ იცდის)
შენსაზე მეტად, სხვის სატკივარს როცა განიცდი.
თუ ამბობ რამეს, ისე თქვი, რომ სიტყვა დაბეჭდე,
სიტყვა კი არა, ჯიშად მოგდევს, რკინაც დაღეჭე.
მავანთ, ცხოვრება, საბედოზე ცხვარივით აბამს,
მართალი თუ ხარ, ბედისწერას ამოსდებ ლაგამს.
რჩეული უნდა იყო, არა მარტო საჩინო
და რაღაც უფრო, უფრო მეტიც არის საჭირო.
მე რომ მაჯობოს, ეს არ ჰყოფნის ახლა სამშობლოს,
მამას კი არა, საკუთარ თავს უნდა აჯობოს.
* * *
ყივილით ბრუნავ ძარღვში, როგორც ბედის ბორბალი,
ჯვარცმულო სისხლო, ღვთის სიტყვა, ხარ ჩემში მბორგალი.

დროა *** საშა გველესიანი***
ხანდახან შლეგივით ვბრაზობ,
ხანდახან ბრიყვულად მიყვარს,
არეულ-დარეულ საზომს
გული, სულ სხვა გზაზე მიჰყავს.
დროა თავისუფლად სუნთქვის,
მინდა ღვინობისთვის თვეში,
სადმე დავეკარგო სურვილს,
მაწვიმდეს ბადაგის თქეში.
ცამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ავალ,
წვეთებს წამოვყვები წვიმის,
ვეძებ უშენობის წამალს,
ვეძებ დავიწყებულ ღიმილს.
მარანში სახლობას ვმართავ,
სანთლებად ავანთებ ფიქრებს,
ხომ ხედავ, აღარ ვარ ამ თავს,
გული მოიბრუნო იქნებ.
მინდა ყველაფერი გავდეს,
ბავშვურად ვარდისფერ სიზმარს,
თეთრი ნისლივით რომ დამდევს...
და მე... ამ სიზმრების ხიზანს.
ზესტაფონი
2012
ხანდახან ბრიყვულად მიყვარს,
არეულ-დარეულ საზომს
გული, სულ სხვა გზაზე მიჰყავს.
დროა თავისუფლად სუნთქვის,
მინდა ღვინობისთვის თვეში,
სადმე დავეკარგო სურვილს,
მაწვიმდეს ბადაგის თქეში.
ცამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ავალ,
წვეთებს წამოვყვები წვიმის,
ვეძებ უშენობის წამალს,
ვეძებ დავიწყებულ ღიმილს.
მარანში სახლობას ვმართავ,
სანთლებად ავანთებ ფიქრებს,
ხომ ხედავ, აღარ ვარ ამ თავს,
გული მოიბრუნო იქნებ.
მინდა ყველაფერი გავდეს,
ბავშვურად ვარდისფერ სიზმარს,
თეთრი ნისლივით რომ დამდევს...
და მე... ამ სიზმრების ხიზანს.
ზესტაფონი
2012
დავითი ანუ არყოფნას _ ვაშინერს! *** საშა გველესიანი***
ჩიტის ფრთასავით იდუმალი და აწყობილი,
წუთისოფელი რას დაუშვებს, ან რას აკრძალავს,ბედისწერაა სამყაროზე გადამხობილი,იგი ჯერ მოკლავს, და პატივით მერე დაკრძალავს.. . . აქ ქარიშხლები ცხოვრობდნენ,თორზე სხლტებოდნენ ისრები,სიკვდილ-სიცოცხლე მოყვრობდნენ,ძმადნაფიცური ღირსებით.. . . ამ ყანწში, ვიცი პაპაჩემის სული ბობოქრობს,მაგრამ არ დავლევ, ვერ ავყვები ახლა ცდუნებას,სული გაძვირდა, იძლევიან ოცდაათ ოქროს,ვაშინერს! _ მხოლოდ საქართველო მესულდგმულება.მტერია ისე შინაური და უსახური, (მიწაზე ვდგავარ, ფეხს არ ვიცვლი ცოცხალი თავით)ასეთ მტერს, მგონი სხვა მტერიც კი არ იმსახურებს,სად ხარ მეფეო, ზარი რეკავს, სადა ხარ დავით!. . . გავარვარებულ ხელის გულებს მიწაზე ვუსვამ,იქნება სადმე, შენი ჩრდილის ნაგლეჯი დარჩა,დამარქვეს ლოთი, ვიყო ლოთი, შენთვის ვსვამ თუ ვსვამ,სისხლი დუღს, და გულს საზვარაკე კრავივით ხარშავს.ხმაურობს ფიქრი, სიჩუმე კი კვნესის ხმამაღლა,და ეს წვეთებიც არ გეგონოს დილის ნამცვრევი,დაუღლელ გულსაც შეძლებია თურმე გადაღლა,ეს მე ვარ, ველად გაფანტული ჩემი ნამსხვრევი.სად ხარ მეფეო, იქნებ კვალი მანიშნო გზაზე,გელათს ჭრიალებს, განჯის კარი, დანატოვარი,ყუით გადამკარ ხმალი, იქნებ მოვიდე აზრზე,მთვარე ღამეში დააბიჯებს როგორც მსტოვარი.ჩემი ყოველი ნაწილი და ნამცეცი გიხმობს,მოდი მეფეო, ახლა უნდა თავთუხს გალეწვა,სანამდე ღვარძლი იბევრებს და ძარღვებს გაგვიხმობს,მეფევ, ბატონო, მომეშველე, ფესვი დამეწვა.რამდენჯერ უნდა მოგინატრო, სიმწრით და ცრემლით, ჩემი ძახილი, მგლის ყმუილში ალბათ გერევა,ქვა კი ვარ, მაგრამ გავტეხილვარ, ხანდახან გრდემლით,დაგაგვიანდა . . . და ერთი დრო ქვასაც ერევა.. . . დედა შვილს თუ შობს, ამ მიწისთვის ზვარაკად შობდეს,და ხმლის ქნევაში გაიზარდოს სიყრმიდან ბავში,ჯერ არ მომხდარა, აქ, ბრძოლაში, ვინმე რომ მოკვდეს, უბრალოდ ვრჩებით, ქართველები, უკვდავებაში.ჩამოღადვრიათ ბინდისფერი მკერდი ჭიუხებს,თითქოს და ვეფხმა, კამეჩის ქედს ბრჭყალი ჩამოჰკრა,მე ვიცი, ერთ დღეს მოვა მეფე და დაიქუხებს, დამებედება უკვდავება, ან კი რა მომკლავს,გამწარდა ლუკმა, დავცოტავდით, ვინც ქართულს ვიტყვით,მარტო ვერ შევძლებ, დედაბოძად ჭერს რომ შევუდგე,სანთელი უნდა დავიკავო და კითხვა-კითხვით,ადამიანის, თან ქართველის, ძებნას შევუდგე.წყალი კი არ ვარ, შევირიო ჭუჭყი და ლაფი,სისხლი ვარ, წმინდა, ქართული და წუმპე მაშინებს,მოდი მეფეო, რომ არ გავხდე სხვისი ალაფი,სიცოცხლე მინდა! _ არ ყოფნას კი, მარად _ ვაშინერს!. . . აბჯარ ასხმულნი მივდივართ,დედაღვთისმშობლის მხარეს,ნახევარ ცაზე ჰკიდია,განცვიფრებული მთვარე.
თბილისი 2012

აუქციონი *** საშა გველესიანი***
შემომრჩა მიწა, ოდენი ნაბდის,
ჩემს თვალში ბეწვი, სხვაში – ქაცვია,რა ვქნა, სიმართლე შიშველი დადის,ტყუილს ძვირფასი ქურქი აცვია.. . .ჩამბერა სული, მახსოვს ინათა,ღმერთმა მტრედივით დამსვა ტაძარზე,თავისთან ახლოს მომცა ბინა დავარ ცის და მიწის გზაგასაყარზე.უხსოვარიდან ვიცნობ ლაჟვარდებს,სადაც არწივი ქართან ყირაობს,სული ზეცაში შლიდა ლაღ ვარდებს,ჩემში რაღაცას ახსოვს ირაო.და მაინც მიწა არის მთავარი,შიში სხეულში კედლებს აწყდება,ჯვარია მაღლა, თავშესაფარი,სადაც ეშმაკი სულს ვერ ასწვდება.სხეული იქნებ მოკვდეს, დაეცეს,ხმად დავრჩე მარტო, აქ სამყოფელი,ჩემს საავბედოდ თვალებს აცეცებს,გაუტანელი და ცრუ სოფელი.ერთ ზღვასაც შეიქმს, (ბედია ავი...)ცრემლი და სისხლი, რაც დამედინა,ასიათასჯერ მომკვეთა თავი,გველის ნაშობმა ჯალალედინმა..ზეცა დაღალა სოფლის ლაციცმა,ვარ უამური ამბის მომყოლი,აღარც თამარი და არც კაცის ხმა,მოსკდა ზღვასავით თათარ-მონღოლი.რვაჯერ გადამკრა თემურმა ხმალიდა ამოსუნთქვაც არ დამაცალა,მომიკლა ვაზი, სულის წამალი,ძლივს გაღიმებულს, ცრემლი მასწავლა.ბაზალეთის მზე სიკვდილს იმკიდა,გული გასკდება, ამდენს ვერ უძლებს,მე ამოვხევდი ბედის წიგნიდან,სირცხვილით სავსე სისხლიან ფურცლებს.საბედისწეროდ არეულიაცასთან, ვალის და სესხის დავთრები,ჩემს ნატერფალზე ეშმას უვლიადა სანამ ჩემი სისხლით დათვრება.მოდი უფალო, (შენ მომზილე და...)ვიდრე წილად ხვდა სული მაცილებს,გამომიყვანე თევზი, ჯილედან,ქვეყანას შენვე დაუნაწილე.. . .აჰა, საქართველოს სული და სხეული,(ხვალ ვინმემ, იქნებ ჭიქაც წაუქციოს,)სული მთელია და მიწა დახეული,ვაცხადებ უცხო და უფასო აუქციონს.თვალები საჩუქრად ყველაზე ვერაგ მტერს,სისხლით რომ ვერ ძღება და ბილწად თავხედობს,იქნებ იგრძნოს რამე და მიხვდეს ყველაფერს,ჩემი თვალებით რომ ამ მიწას დახედოს.დაჭერით ეს გული და დაუნაწილეთ,ვინც არც კი იცის თუ რაა სამშობლო,ასწავლეთ სითბო და სიცივეს აცილეთრომ არ გაიწიროს არასდროს საობლოდ.მკლავები, _ ვინც არ იცის გემო ჩახუტების,იმათ აჩუქეთ და მთებიც გაიხმობენ,დედებს დაასწავლეთ, _ ვეფხვებს ჩაუხტება,და ვეფხვის დედებთან, ჭირსაც გაიყოფენ.სული დედამიწას კვართად გადააცვით,მიწა განსპეტაკდეს რწმენის აღმართებად,ჩაუსხით ბარძიმში და ბადაგივით ასვით,ქართული სული,_ ყოფნის გამართლება.. . .შენს დაბრუნებას ბავშვივით ველი,მარტო ვართ მგონი, ღმერთო მე და შენ,როგორც სასმისი დაულეველი,ჩუმად ვინახავ სულში ზედაშეს.

Subscribe to:
Posts (Atom)